სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება. გული მხოლოდ და მხოლოდ საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული პირველ რიგში ფილტვებს ემტერება. ამიტომ გული მტკივა ამის გამო, ამას კი არ უნდა ვამბბობდეთ, - არამედ უნდა ვთქვათ, ფილტვები დამეხშოო ...ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიკულია, ყველა შეყვარებული ტუბერკულიოზითაა დაავადებული, სულაც არ არის შემთხვევითი რომ სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალნენ: ჩეხოვი, ლოურენსი, ფრედერიკ შოპენი, ორუელი, წმინდა ტერეზა ლიზიელი, რაც შეეხება კამიუს, მორევიას,ბუდარს, მარია ბაშკირცევას და კატრინ მენსფილდს, განა შეძლებდნენ ასეთი წიგნების დაწერას ზუსტად ამ ავადმყოფობის გარეშე? სხვათა შორის არც "ქალი კამელიებით" გარდაცვლილა მიოკარდიუმის ინფარქტით, ეს სასჯელი მხოლოდ დეპრესიული კარიერისტებისთვისააგანკითვნილი და არა უნუგეშო შეყვარებულთათვის.ყოველი ადამიანის სულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის. ფილტვები ტუბერკულიოზს ელოდებიან, რათა საკუთარი არსებობა შეიგრძნონ...

Your Comment Comment Head Icon

Login